თენგიზ სერგოს ძე ბლიაძე ბორჯომის მკვიდრი იყო.დაიბადა 1955 წლის 1 ივნისს ქალაქ ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ რკინიგზას მიაშურა. შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ბორჯომის მეორე ჩამოსასხმელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.
თენგიზ ბლიაძე 1992 წლის 27 ოქტომბერს კი ბორჯომის სამხედრო კომისარიატმა აფხაზეთის დასაცავად გაიწვია. იბრძოდა სოხუმში., ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. იყო გამორჩეულად გამჭრიახი და თავდაუზოგავი მებრძოლი.
თენგიზ ბლიაძე, 1993 წლის 28 სექტემბერს, შუქურას რაიონში,მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ ბლიაძე,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.