თენგიზ შამშეს ძე სილაგაძე დაიბადა 1951 წლის 31 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტი. მუშაობდა ახალი კინდღის ბანაკ „მზიურში“.
თენგიზ სილაგაძე 1992 წლის აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულში მეთაურის მოადგილედ. მონაწილობდა სოფელ ათარის, ანუარხუს, ტამიშის, ლაბრას, ზედა კინდღის საბრძოლო ოპერაციებში.
თენგიზ სილაგაძე დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბის მისადგომებთან.