თენგიზ სოხაძე დაიბადა 1967 წელს ქ. სოხუმში, სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ, 1988 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის მილიციის უმღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1991 წელს და იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს სამინისტროს ქ. სოხუმის სს სამმართველოში სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორად.
მუშაობის დაწყების პირველ დღიდანვე თენგიზმა თავი გამოიჩინა მინდობილი საქმისადმი მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის. ახალგაზრდა ჭაბუკის მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელმძღვანელობას, 1992 წელს დაინიშნა ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორად, არაერთხელ იყო წახალისებული და დაჯილდოვებული, მიენიჭა პოლიციის კაპიტანის საპატიო წოდება. თენგიზი თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლანობის დამცველთა გვერდით, ვაჟკაცურად იცავდა თავის სამშობლოს, ოჯახის ღირსებას. მძიმე პირობებში უხდებოდათ პოლიციელებს ბრძოლა. პოლიცია ძალ-ღონეს არ იშურებდა სამშობლოს დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განხორციელებისათვის ბრძოლაში, მრავალი მამაცი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა მას, ერთ-ერთი მათგანი პოლიციის კაპიტანი თენგის სოხაძეა, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა.
დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფ. აძიუბჟაში.