სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ტრისტან დარახველიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ტრისტან  დარახველიძე  დაიბადა  1953  წლის  10  მარტს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

დაამთავრა სოფელ  ცაგერას  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ტრისტან  დარახველიძე ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს   მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე (ცაგერა) ბატალიონის  შემადგენლობაში  და ასრულებდა  ჯავშანსატრანსპორტო  სამსახურის  უფროსის  მოვალეობას.

1993 წლის 2 ივლისს,როცა  მტერმა  ტამიშში  დესანტი  გადმოსხა,ტრისტან  დარახველიძემ საჭიროდ  ჩათვალა ,ტყვია  წამლით  სასწრაფო  დახმარება  გაეწია  სოფელ  ტამიშის  საბრძოლო  პოზიციებზე  დაბანაკებული  „ავაზას“  და  ქაქუცა  ჩოლოყაშვილის  ბატალიონის მეომრებისთვის, რა დროსაც  იგი  მტერმა  ალყაში  მოაქცია  და  მანქანაში  ჩაცხრილა. მისი ცხედარი  ხუთი  დღის  შემდეგ  იპოვეს  და  მშობლიურ  სოფელ  ცაგერაში  დაკრძალეს.

error: Content is protected !!