ცისკარა ვალერიანის ძე თოფურია დაიბადა 1973 წლის 1 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის მე-19 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს 19 წლის ვაჟკაცი მეგობრებთან ერთად უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის სარემონტო ოცეულში ზეინკლის თანამდებობაზე. ხისკარა პირნათლად ასრულებდა საბრძოლო დავალებებს და მეთაურის ბრძანებებს.
1993 წლის 29 სექტემბერს ცისკარა თოფურია თანამებრძოლებთან ერთად მდინარე კელასურის ხიდთან შეეჯახა მტრის სადაზვერვო ჯგუფს. გააფთრებული ბრძოლების დროს ცისკარა მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.