სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზვიად გრიგოლის ძე უგრეხელიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

სოხუმის რაიონში,  სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ  თავისი ცხოვრება პატიოსან შრომაში, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულში გაატარა. ძლიერი ვაჟკაცები გაუზარდა საქართველოს, შთაუნერგა მშობლიური მიწის ყადრი და სიყვარული. ამ ლამაზ ოჯახს მყუდროება მომხდურის ავმა ზრახვებმა, საკუთარის წართმევით რომ იყო გაჯერებული, დაურღვია…

ფიზიკურად  და სულიერად ლამაზ ვაჟკაცებს, სავალდებულო სამხედრო სამსახური პირნათლად ჰქონდათ მოხდილი.

აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე  გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.

1993 წლის 23 თებერვალს სოფელ აჩადარაში ზვიადი ერთ-ერთი პირველი ჩაება ბრძოლაში და მტრის ულმობელმა ტყვიამაც არ დააყოვნა, არ დაინდო, ულამაზესი ჭაბუკი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზვიად უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!