ენვერ დომენტის ძე უგრეხელიძე დაიბადა 1935 წლის 6 თებერვალს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჭეპიტაში. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. სხვადასხვა დროს მუშობდა გულრიფშისა დასოხუმის რაიონებში მშენებლად.
1992 წლის 12 იანვარს, 5 შვილის მამა, შვილთან, ზურაბთან ერთად რიგითად ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ქიმიურ ასეულში, ხოლო მეორე ვაჟი, მალხაზი 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის რიგებიდან ებრძოდა მტერს გუმისთის მისადგომებთან.
ენვერ უგრეხელიძე ორ ვაჟთან ერთად ბოლო წუთამდე მედგრად იცავდა საქართველოს ერთიანობას.
1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა მტერი წინ მოიწევდა, და იძულებით იხევდა უკან, ენვერ უგრეხელიძეს სოფელ ლინდავაში უფროსი ძმა, ნიკოლოზი დაეღუპა. ენვერი საკუთარ სოფელში დაბრუნდა, რომ ძმა დაეკრძალა, ლინდავაში, ამ დროს გადამწყვეტი ბრძოლის ხაზი გადიოდა და ენვერიც შეტაკებებში ჩაება. 1993 წლის 26 სექტემბერს, ენვერ უგრეხელიძე დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პავლოვკაში.
უგერხელიძეების ოჯახს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. 1993 წლის 30 სექტემბერს, ენვერის რძალი – ლიკა გოგობერიშვილი და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი – ენვერი და ირაკლი, საკენში მტრის მიერ აფეთქებულ თვითმფრინავში დაიღუპნენ.