აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის მასიური შემოტევის დროს მცირე ჯგუფით გადაეღობა მტერს გიორგი და ისიც ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს სამშობლოსათვის.
მეორე დღეს 17 სექტემბერს, შვილებდაკარგული, გააფთრებული მამა თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, ჭურვის ნამსხვრევმა ისიც იმსხვერპლა… საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს მისი ნეშტის ბრძოლის ველიდან გამოტანა.
ასეთი ოჯახების მაგალითზე ხვდები, როგორ მოაღწია (მიხედავად უამრავი დამპყრობლისა) პატარა საქართველომ დღემდე, გეძლევა იმედი, რომ ქვეყანა, სადაც უგრეხელიძეებისნაირი ვაჟკაცები იბადებიან, იზრდებიან არასდროს გადაშენდება… და კიდევ, მუდმივად გახსოვს, რომ გაქვს ვალი მათი სულების წინაშე _ ვალი დაბრუნებისა, იქ, აფხაზეთში, მათ საფლავებთან….
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გიორგი უგრეხელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.