სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

უშანგი იასონის ძე ბელთაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

უშანგი ბელთაძე დაიბადა 1933 წლის 24 მარტს, ვანის რაიონში, სოფელ ყუმურიშში. 1949 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სოხუმის რაიონში, სოფელ ახალშენში. დაამთავრა სოხუმის რაიონის, სოფელ შრომის საშუალო სკოლა.  მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური საბჭოთა ჯარში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სოხუმის მესამე ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში, შემდეგ 1963 წლიდან გადავიდა გაგრის სატყეო მეურნეობაში.

1993 წლის მარტიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში. იბრძოდა სოფელ ახალშენში.

უშანგი ბელთაძე 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენთან ერთ-ერთი შემოტევის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. დაკრძალულია სოხუმის რაიონში, სოფელ ახალშენში.

error: Content is protected !!