სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ალექსის ძე ბერულავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ვახტანგ ბერულავა  დაიბადა 1966 წლის 22 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. მიიღო საშუალო-ტექნიკური განათლება.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, ვახტანგ ბერულავა 1993 წლის 2 იანვრიდან  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში – საკაბელო ასეულის პირველი ოცეულის ელექტრიკოსის თანამდებობაზე. 1993 წლის 25 ივნისიდან კი, მე-8 ბატალიონის მე-2  ასეულის პირველი ოცეულის მეთაურად დაინიშნა. იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე – ცუგუროვკაში. 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგის  შემოტევის მოსაგერიელებლად ბირცხის მთაზე (ზღვის დონიდან 560 მ.) ასულ რაზმთან ერთად ასრულებდა საბრძოლო დავალებას. მრავალრიცხოვან მომხვდურს  ტყვიამფრქვევით იგერიებდა, როდესაც  სნაიპერის ტყვიამ ბრგე ვაჟკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვახტანგ ბერულავა დაკრძალულია სოფელ ბესლეთში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!