სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ბიჭიკოს ძე ლიპარტია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ვახტანგ  ბიჭიკოს  ძე  ლიპარტია  დაიბადა  1954  წლის  7  სექტემბერს  სოფელ  კოჩარაში.

დაამთავრა  კოჩარის  საშუალო  სკოლა.მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. აქტიურად   იყო  ჩართული  ეროვნულ  მოძრაობაში, მონაწილეობდა  სამაჩაბლოში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში.

აფხაზეთის  ომში  გაიწვიეს  1992  წლის   აგვისტოში, ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონის  ასმეთაურად. ლეიტენანტი  ვახტანგ  ლიპარტია  დაიღუპა  1992  წლის  7  ოქტომბერს, სოფელ  ტამიშთან  გამართული  შეტაკების  დროს.  38  წლის  ვაჟკაცმა  სამშობლოს  უსაზღვრო  სიყვარულს  შესწირა  თავისი  სიცოცხლე.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  ვახტანგ    ლიპარტია , სიკვდილის  შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!