ვახტანგ ბორის ძე ხოჭავა დაიბადა 1958 წლის 17 ივლისს ქალაქ ოჩამჩირეში.
მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ხუთი დის ნებიერა ძმას ცივ ნიავს არ აკარებდნენ. დაამთავრა ოჩამჩირის მე-2 რუსული საშუალო სკოლა.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომის ბაზაზე.
შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა.
ვახტანგ ხოჭავა ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ბატალიონიდან მიმაგრებული იყო სამხედრო კომენდანტურაში.
ვახტანგ ხოჭავა 1992 წლის 17 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.
ვახტანგ ხოჭავას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.