სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ვახტანგ ბორისის ძე ღვინჯილია დაიბადა 1957 წელს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვახტანგ ღვინჯილია ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში  ოცმეთაურის მოადგილედ. მონაწილეობდა სოფლების _ ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიანსკაიას, კინდღის, ტამიშის, შრომის მიმდებარედ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში. ვახტანგ ღვინჯილია გამოირჩეოდა დისციპლინითა და მებრძოლი სულისკვეთებით.

1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლებისას, მტერმა სოფლები _ ახალდაბა და აძიუბჟა დაიკავა. ვახტანგ ღვინჯილიამ, მეომართა ჯგუფთან ერთად, სცადა აძიუბჟაში განლაგებული მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გარღვევა. ამ ოპერაციის დროს ვახტანგი მძიმედ დაიჭრა, ინტენსიური ცეცხლის გამო მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და ადგილზე დაიღუპა.

ვახტანგ ღვინჯილია დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვახტანგ ღვინჯილია , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!