სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ იოსების ძე კოპალიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ვახტანგ  იოსების  ძე  კოპალიანი  დაიბადა  1955  წლის  2  იანვარს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ არადუში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

აფხაზეთის  ტერიტორიაზე  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე ,ის  ერთ-ერთი პირველთაგანი  ჩადგა  ქვეყნის  ერთიანობისთვის  მებრძოლთა რიგებში. იყო  დისციპლინირებული  და  თავდადებული  მებრძოლი,მონაწილეობდა  არაერთ  საომარ ოპერაციაში. 1992-1993  წლებში  ვახტანგ  კოპალიანი   რიგით  მებრძოლად  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის   243-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში. 1993  წლის  27 თებერვალს  მტერმა  მორიგი  შეტევა  დაიწყო  სოფელ  არადუზე,მთელი  სოფელი  ფეხზე დადგა, მათ  შორის, ვახტანგ  კოპალიანი  იყო  ერთ-ერთი  პირველთაგანი, ვინც  გმირულად დადგა  სოფლის  დამცველთა  რიგებში.

არადუ  მნიშვნელოვანი  სტრატეგიული  მდებარეობით  გამოირჩეოდა, გზას  კეტავდა  ცენტრალურ  ავტომაგისტრალამდე, ამიტომაც  მოწინააღმდეგე  მისი  ხელში  ჩაგდებით  იყო დაინტერესებული,სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  იბრძოდნენ  მეომრები. მტერმა  ვერ მოახერხა  სოფლის  მცველების  გატეხვა. სამწუხაროდ, ეს  შეტაკება  უკანასკნელი  აღმოჩნდა ვახტანგისათვის,გმირულად  დაიღუპა  მშობლიური  სოფლისთვის  ბრძოლაში. ვახტანგ კოპალიანი  დაკრძალულია  სოფელ  არადუში.

error: Content is protected !!