სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ივანეს ძე ფაცაცია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვახტანგ  ივანეს ძე ფაცაცია  დაიბადა 1965  წლის  21 იანვარს გულრიფშის რაიონის  სოფელ ფშაფში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , სწავლა განაგრძო სოხუმის  ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

აფხაზეთში მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს ,ვახტან ფაცაცია 1992 წლის  24 დეკემბრიდან  მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის  227-ე  ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო  დივიზიონის  პირველ  ბატალიონში. მონაწილეობდა მდინარე გუმისმთის  მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 11 იანვარს, ვახტანგ  ფაცაციას, სანგარში  მანქანიდან  საბრძოლო ინვენტარის გადმოტვირთვისას ,ჭურვის ოთხმოცკილოგრამიანი  ყუთი  დაეცა. უგონო მდგომარეობაში მყოფი  თანამებრძოლებმა  თ. ქარდავამ და ბ. პატარაიამ  ბრძოლის ველიდან  გამოიყვანეს. მიღებული ტრამვის გამო,ვახტანგ  ფაცაცია,1993 წლის 19 იანვარს ,თბილისის  სამხედრო ჰოსპიტალში  გარდაიცვალა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის  სოფელ ფშაფში.

 

error: Content is protected !!