სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ მახამედის ძე იოსელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვახტანგ  მახამედის  ძე  იოსელიანი  დაიბადა  1971  წლის  5  თებერვალს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

1977 – 87  წლებში  სწავლობდა  კოჩარას  შ.რუსთაველის  საშუალო  სკოლაში. 1988-90  წლებში  სამხედრო – სავალდებულო  სამსახური  გერმანიაში  გაიარა.

აფხაზეთში  განვითარებული  საომარი  მოქმედებების  დროს  ვახტანგ  იოსელიანი  სამშობლოს  სადარაჯოზე  იდგა.  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  ტამიშთან, მერკულასთან ,ბესლახუბასთან.

1992  წლის  18  დეკემბერს  სოფელ  ბესლახუბასთან  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედების  დროს  ვახტანგ  იოსელიანი  გმირულად  დაიღუპა.  თანამებრძოლებმა  ბრძოლის ველიდან  გამოასვენეს.  ვახტანგ  იოსელიანი  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

 

error: Content is protected !!