ვახტანგ მაჟარას ძე ციკოლია დაიბადა 1972 წლის 27 ივლისს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა ოჩამჩირის N5 საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვახტანგი გამოცხადდა ოჩამჩირის სამხედრო კომისარიატში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგით მებრძოლად ჩაირიცხა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
რიგითი ვახტანგ ციკოლია , 1993 წლის 24 თებერვალს, სოფელ ბესლახუბაში, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა. ოჩამჩირის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაციის დროს გარდაიცვალა.