სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ოთარის ძე ბოჯგუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ვახტანგ ოთარის ძე ბოჯგუა დაიბადა 1961 წლის 11 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში. იყო ბესლეთის სასოფლო საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

ვახტანგ ბოჯგუა 1993 წლის 11 იანვრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის   თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის კავშირგაბმულობის (შემდგომ  გარდაქმნილი) მე-8 ბატალიონში მე-4 ასეულის ოცმეთაურად.

პედაგოგების ოჯახში აღზრდილი ვახტანგი გახლდათ ერუდირებული, თავის ქვეყანაზე, ქალაქზე  და ხალხზე შეყვარებული ადამიანი. ნაცნობ-მეგობრები  გამოარჩევდნენ, როგორც პატიოსან და მაღალი ზნეობით გამორჩეულ პიროვნებას. ვახტანგმა დაოჯახებაც ვერ მოასწრო, ომის  ქარცეცხლში  აღმოჩნდა და დადგა იქ,  სადაც ყველაზე მეტად უჭირდა ფრონტის ხაზს – ბირცხის მთაზე.

მოწინააღმდეგის მიერ ზავის დარღვევის გამო, 1993 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ბესლეთში, სახელდახელოდ შეკრებილ  მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ვახტანგ ბოჯგუა  პირისპირ შეება ბირცხის მთაზე შემოჭრილ მოჭარბებულ მოწინააღმდეგეს. ხელჩართულ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა – მის გამოსაყვანად დარჩენილ მაიორ ზურაბ შენგელიასთან ერთად.

 

error: Content is protected !!