ვახტანგ პლატონის ძე გასვიანი დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ცაგერის რაიონის სოფელ ლუხვანოში. დაამთავრა სოფელ კელასურის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ვახტანგ გასვიანი 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგითად.
ვახტანგ გასვიანი დაიღუპა 1993 წლის 6 მარტს არადუს მისადგომებთან,ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.