სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

ვახტანგ ქემურზას ძე ნარსავიძე დაიბადა 1937 წლის 9 მაისს მესტიის რაიონის  სოფელ ფარში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი). ომის დაწყებამდე მუშაობდა გულრიფშის რაიონში, სოფელ ამტყელის საშუალო სკოლის დირექტორად.

ვახტანგ ნარსავიძე 1992 წლის 6 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების  მერხეულის მე-7 ბატალიონის მე-2 მექანიზირებული ასეულის, მე-3 ოცეულში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში გუმისთის, ტამიშის, კვტოულის ფრონტებზე.

1993 წლის 15 იანვარს, სოფელ კვიტოულთან მიმდინარე  სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლების  დროს ვახტანგ ნარსავიძე გმირულად დაიღუპა.

error: Content is protected !!