ვახტანგ ვალიკოს ძე კალანდია დაიბადა 1969 წელს ქალაქ აფშერონსკში,კრასნოდარის მხარეში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში- ასეულის ზემდეგის თანამდებობაზე. ის აქტიურად იყო ჩართული დივიზიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ზემდეგი ვახტანგ კალანდია ერთ-ერთი პოზიციური ბრძოლის დროს , 1993 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა. მისი ნეშტი აფხაზეთის ტერიტორიიდან თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია კუკიის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვახტანგ კალანდია , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.