ვახტანგ ვარლამის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1953 წლის 2 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოხუმის ინდუსტრიულ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს. 1974 წლიდან მუშაობდა ინჟინერ-ელექტრიკოსად.
ვახტანგ ჩაკვეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე მექანიზირებული ბატალიონში.
ვახტანგ ჩაკვეტაძე დაიღუპა 1993 წლის 5 იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცხენისწყალთან.