სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვალერ ისაკის ძე ფანგანი

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვალერ ისაკის ძე ფანგანი გულრიფშის რაიონ სოფელ ლათაში დაიბადა 1945 წლის 16 თებერვალს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება, პირნათლად მოიხადა სავალდებულო სამხედრ სამსახური და მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ორგანოში. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ვალერი ფანგანი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა რიგში, ბრძოლის პერიოდში თავი გამოიჩინა მამაცობით და გამბედაობით.

მისი თანამებრძოლების მონაყოლიდან ვიცით, რომ გმირულად იბრძოდა, ყველაზე სახიფათო ოპერაციებზე თვითონ მიდიოდა თურმე, პირტიტველა ბიჭებს  ცეცხლის ხაზზე მარტო არ უშვებდა.   ეუბნებოდა: “შვილებო, მე უკან ოჯახი მრჩება, შვილები, თქვენ კი აწი უნდა ამრავლოთ ქართველი ერი. “საუბედუროდ  აუხდა წინასწარმეტყველება, მან მართლაც უკან დატოვა ოჯახი შვილები, თვითონ კი სამუდამო განსასვენებელი გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან ჰპოვა. დაკრძალვის დღეს ხმამაღლა ტიროდნენ. ახალგაზრდა მებრძოლებს მამა შეურქმევიათ მზრუნველობისა და მამაშვილური ურთერთობების გამო.

ვალერ ფანგანი დაკრძალულია დაბა განთიადთან, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მამაცი მებრძოლი. სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისთვის და მამაცობისთვის  ვალერი ფანგანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.

error: Content is protected !!