სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ლესელიძის ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ვალერი კონსტანტინეს ძე სილაგაძე დაიბადა 1944 წლის 24 აგვისტოს გაგრაში – დაბა ლესელიძეში.დაამთავრა ლესელიძის საშუალო სკოლა.  უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში.

ვალერი სილაგაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ლესელიძის ბატალიონის პირად შემადგენლობაში,  მე-2 ასეულის ოცმეთაურად.

ვალერი სილაგაძე 1992 წლოს 7 ოქტომბერს თავის თავის ოცეულთან ერთად დაბა განთიადში, ხაშუფსეს ხეობაში მტრის ალყაში მოხვდა. მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამ უთანასწორო ბრძოლაში ვალერი სილაგაძე და მასთან ერთად – გურამ ჩიქოვანი, თამაზ (ტუსა) ჟვანია.

ვალერი სილაგაძეს დარჩა ცოლ-შვილი.

error: Content is protected !!