სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვალერი ლეოს ძე კუბლაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ვალერი  ლეოს  ძე  კუბლაშვილი  დაიბადა  1967   წლის  3   მარტს  ქალაქ  ტყვარჩელში.

თავმდაბალი ,  კეთილი  ბიჭი  მუდამ   სხვის   დამცველად  გვევლინებოდა.  სიმამაცით,გამბედაობითა  და  პრინციპულობით  ბავშვობიდანვე   გამოირჩოდა.  მისი  ცხოვრება  სიკეთისა  და  გულისხმიერების  სიმბოლო  იყო,  რასაც  დღესაც  სიამაყით  იხსენებენ   მეგობრები.

პატრიოტი  ბიჭი  სამშობლოს  გასაჭირში  როგორ  მიატოვებდა,  1993  წლის  21  მაისიდან  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე   ბატალიონში  რიგითად.  აქტიურად  მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში.

ვალერი   კუბლაშვილი  საქართველოს  ერთიანობისთვის  წარმოებულ  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა –  1993  წლის  27 ივნისს.

აფხაზეთის  ღვიძლი  შვილი,სულით  ხორცამდე  ქართველი  ვაჟკაცი, მხოლოდ  26  წლისა  იყო…  დარჩა  აუსრულებელი ოცნებები, დამწუხრებული  დედა, რომელმაც  სასახელო  ვაჟკაცი  გაუზარდა  დედასამშობლოს…

ვალერი   კუბლაშვილი  დაკრძალულია  ქალაქ  თბილისში.

 

error: Content is protected !!