ვალერი ნოდარის ძე ჩარგაზია დაიბადა 1960 წლის 4 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში. დაამთავრა მერკულას საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღეებიდან,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში,ათმეთაურად.
1993 წლის 27 თებერვალს სოფელ მერკულასთან მიმდინარე სამხედრო ოპაერაციის დროს ვალერი ჩარგაზია გმირულად დაიღუპა.