სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვალიკო დიმიტრის ძე მაჭარაშვილი დაიბადა 1947 წლის 22 მარტს ზნაურის რაიონის სოფელ  ბზისხევში. 1953 წელს მათი ოჯახი გაგრის  რაიონის სოფელ სულევოში ჩაასახლეს. დაამთავრა  ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის მოხდის შემდეგ დაოჯახდა და მეუღლესთან  და სამ შვილთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე სულევოში ცხოვრობდა.

1992 წელს  აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებიდან უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი სამშობლოს  სადარაჯოზე  დადგა. ის და მისი ორი ძმა – ოთარი და კარლო საქართველოს  შიარაღებული  ძალების მე-2 საარმიო კორპუსის , 321-ე ცალკეული სადაზღვევო ბატალიონის რიგებში ჩაირიცხნენ.

უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი ამ ბატალიონის მე-2 ასეულის  მე-3 ოცეულის მეთაურად დანიშნეს. ამავე ბატალიონში იბრძოდა , აგრეთვე, მისი შვილი  მევლუდ მაჭარაშვილი.

აღნიშნული  ბატალიონი დისლოცირებული იყო  დაბა აგუძერაში,მონაწილეობდა სოხუმის თავდაცვით , ასევე,შრომა-ახალშენსა და მდინარე  გუმისმთასთან  წარმოებულ ბრძოლებში.

1993 წლის 4 ივლისს , მიუხედავად მედგარი  წინააღმდეგობისა ,დაეცა სოფლები- შრომა და ახალშენი. ამ ბრძოლებში უფროსი ლეიტენანტი ვალიკო მაჭარაშვილი  უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მევლუდ  მაჭარაშვილმა კი, აფხაზეთის დაცემის  შემდეგ  სამხედრო სამსახური  საქართველოს  შეიარაღებულ  ძალებში  განაგრძო და დღემდე  თავდაცვის სამინისტროში მსახურობს.

error: Content is protected !!