სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვარდენ ვასილის ძე ირემაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვარდენ  ვასილის  ძე  ირემაძე  დაიბადა  1951  წლის  9  ივნისს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.

სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. მუშაობდა  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  არადუს  საბჭოთა  მეურნეობაში, მექანიზატორად.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების   დაწყებისთანავე,  ვარდენ  ირემაძე  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე   ბატალიონში.  ვარდენი  მამაცი  და უშიშარი  მებრძოლი  იყო,  თავი  გამოიჩინა , როგორც  სამშობლოზე  უსაზღვროდ  შეყვარებულმა , თავგანწირულმა  ვაჟკაცმა.

1993  წლის  3 იანვარს,სოფელ  ცხენისწყალთან  გამართულ  შეტაკებაში  გმირულად  დაეცა  ბრძოლის  ველზე.

ვარდენ  ირემაძე  დაკრძალულია  სოფელ  ცაგერაში.

error: Content is protected !!