სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვაჟა სტეფლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს

ვაჟა სტეფლიანი დაიბადა 1963 წლის 3 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეიში.  წარჩინებით დაამთავრა სოფ. ოხურეის საშუალო სკოლა წარჩინებით. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქ. ხაბაროვსკში. 1983 წლიდან  მუშაობა დაიწყო შს სამინისტროში, პოლიციელად.  ქ. თბილისის შს სამინსტროში კვალიფიკაციის ასამაღლებელი  6 თვიანი კურსი გაიარა, რომლის შემდეგ მას მიენიჭა უმცროსი სერჟანტის წოდება. მაღალფროფესიონალურ დონეზე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თანამშრომლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე იგი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლთა რიგებში. თავდაუზოგავად იცავდა თავის სამშობლოს.

1993 წლის 25 თებერვალს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ვაჟა სტეფლიანი სოფ. მერკულასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს ოჩამჩირის საავადმყოფოში, შემდეგ ქ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპოტალში.

ჰოსპიტალში მკურნალობისას ერთი სული ჰქონდა დაბრუნებულიყო ბრძოლის ველზე, გულიანი და მამცი იყო. ჰოსპიტალში დამუმძიმდა მდგომარეობა და იქვე დაიღუპა.

ვაჟა სტეფლიანი დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეიში.

error: Content is protected !!