ვაჟა ვალიკოს ძე სადილიანი დაიბადა 1940 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში. კინდღის საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო კულაშის ზოოტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა ახალ კინდღში, ვეტერინარად.
ქართულ-აფხაზური დაპირისპირების დროს, ვაჟა სადილიანი 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 მესანგრეთა ათეულის მძღოლად.
ვაჟა სადილიანი 1993 წლის 7 იანვარს, სოფელ ათარა-აფხაზსკაიასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვაჟა სადილიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.