სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ველოდი ანზორის ძე ხეცურიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ველოდი  ანზორის  ძე  ხეცურიანი  დაიბადა  1967  წლის  12  აგვისტოს  ქალაქ  ოჩამჩირეში,დაამთავრა  ცაგერის  საშუალო  სკოლა. მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

1992  წლის  14  აგვისტოს ,  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ,  ველოდი  ხეცურიანი  ქვეყნის  სადარაჯოზე  დადგა. ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ცაგერის  ბატალიონის  რიგებში.

1993 წლის  5  იანვარს  კოჩარის  მისადგომების  დასაცავად   გასული  ასეულის  ერთი  ოცეული  დანაღმულ   ველზე   აღმოჩნდა. სამწუხაროდ,  თერთმეტი  ადამიანი  ადგილზე  დაღუპა, მათ  შორის  იყო  25   წლის  ახალგაზრდა  მებრძოლი  ველოდი  ხეცურიანი.

error: Content is protected !!