სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ველოდი გიორგის ძე მიქელაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 247-ე ბატალიონი

ველოდი გიორგის ძე მიქელაია დაიბადა 1961 წლის 19 დეკემბერს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ ილორში. 1972  წელს  დაამთავრა  ოჩამჩირის  პირველი  საშუალო  სკოლა. 1979-1980 წლებში მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური  მონღოლეთის  რესპუბლიკაში. 1981 წლიდან მუშაობდა  ქალაქ ოჩამჩირის სამშენებლო-სარემონტო  სამმართველოში  ავტოამწის მძღოლად.

ველოდი მიქელაია აფხაზეთში მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,1992 წლის 20 დეკემბრიდან რიგით მებრძოლად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ოჩამჩირის  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  247-ე საარტილერიო  დივიზიონში. მონაწილეობდა ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა  საქმის უბადლო  ცოდნით  და მამაცობით.

1993 წლის 4 აპრილს საბრძოლო დავალების შესრულების დროს ველოდი მიქელაია  გალის რაიონში, სოფელ  ბედიაში  –  მიშველის უბანში ნაღმზე აფეთქდა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაკრძალულია სოფელ ილორის სასაფლაოზე.

error: Content is protected !!