სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვენგული  ვარლამის  ძე  პაპავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვენგული  ვარლამის  ძე  პაპავა   დაიბადა  1948 წლის  14  აპრილს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

დაამთავრა  კოჩარის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  საშუალო  სკოლა. შემდეგ  მიიღო  ტექნიკური  განათლება და  მშობლიურ სოფელში –  მთავარ  მექანიკოსად  დაიწყო  მუშაობა. დინჯი, ერუდირებული  და  უღალატო  ადამიანი  –  ასე  ახასიათებდნენ  მას  თანასოფლელები.

ვენგული   პაპავა   1992  წლის  29  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  ოჩამჩირის  კომენდანტურის  შემადგენლობაში,1992  წლის  დეკემბრიდან  კი –  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში – მსროლელად.

ვენგული  პაპავა  1993 წლის  2  იანვარს  კოჩარა-ლაბრის  საზღვარზე  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს  გმირულად  დაიღუპა.

დაკრძალულია  სოფელ  ილორში.

ვენგული  პაპავას დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

error: Content is protected !!