ვიტალი აკაკის ძე წულაია დაიბადა 1953 წლის 28 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლა. სწავლობდა ვანის რაიონის სოფელ შუამთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში,რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ შრომის სუვენირების საამქროში.
1988-1989 წლებში იქვე გახსნა ბროლის საკუთარი საამქრო,მუშაობდა ბროლზე მხატვარ-გამფორმებლად,ასევე ამზადებდა ქვის,ხის,თიხის სამკაულებს. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვიტალი წულაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს,მონაწილეობდა დივიზიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ვიტალი წულაია 1993 წლის 18 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ გვარდაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვიტალი წულაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.