სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვიტალი რუბენის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ვიტალი  რუბენის  ძე  ბენდელიანი  დაიბადა  1958  წლის  8  ოქტომბერს ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  ცაგერაში. დაამთავრა  ცაგერას საშუალო  სკოლა. მუშაობდა  ოჩამჩირის  რკინიგზის სადგურში,ვაგონების  ტექნიკური  შემოწმების  პუნქტში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  1992  წლის  11  დეკემბრიდან  ჩაერთო. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში – მეტყვიამფრქვევედ.

ვიტალი  ბენდელიანი  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  არაერთ საბრძოლო  ოპერაციაში. პირნათლად  ასრულებდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობებს.

ვიტალი  ბენდელიანი  გმირულად  დაიღუპა  1993  წლის  16  სექტემბერს,ცაგერაზე  მტრის ვერაგული  შემოტევის  დროს.

error: Content is protected !!