სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა დაიბადა 1966 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში.

1983 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის მეცამეტე საშუალო სკოლა, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა ორგნაოებში, სადაც თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის პირნათლად, მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით, რის გამოც დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. გახლდათ ოჯახის მზრუნველი მამა და მეუღლე, თავისი პატარა ვაჟიშვილის გიორგის დაფრთიანებაზე ოცნებობდა, მაგრამ აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მრავალთა მსგავსად მისი ოცნებაც დაამსხვრია. ვიტალი თავის თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ დადგა სამშობლოს ერთიანობის დამცველთა გვერდით.

იბრძოდა მამაცურად, თავგანწირვით. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გეცემულ დოკუმენტში აღნიშნულია: ვიტალი ვაჟას ძე ბერულავა აფხაზეთის ომის პირველი დღეებიდანვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, იბრძოდა უშიშრად: კამანში, ზეგანზე, თავისუფლებაში, შრომაში, გუმისთის ხაზზე. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ომის წინ მიენიჭა ლეიტენანტის, შემდეგ კი, ომის პერიოდში, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებისათვის, ვადაზე ადრე მიენიჭა პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება.

1993 წლის 13 ივნისს, ერთ-ერთი მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს ვიტალი ბერულავა სასიკდვილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა მეორე დღეს, თოთხმეტ ივნისს. ვიტალი ბერულავა გამორჩეული იყო მეგობრებში და მებრძოლებში პატრიოტიზმით, თავისი კუთხის და სამშობლოს სიყვარულით.

ვიტალი ბერულავას დარჩა ოჯახი, მეუღლე და ვაჟიშვილი.

error: Content is protected !!