სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ხალიაპინი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, საინჟინრო ასეული

ვლადიმერ  ალექსანდრეს  ძე   ხალიაპინი  დაიბადა  1953  წლის  3  დეკემბერს  კრასნოდარის  ოლქში. ცხოვრობდა  ქალაქ   სოხუმში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების    დროს, ვლადიმერ  ხალიაპინი  1993  წლის  თებერვლიდან  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  საინჟინრო-მესანგრეთა  ასეულში.  პირად   შემადგენლობასთან  ერთად  აქტიურად  მონაწილეობდა  გუმისმთისა  და  შრომა-ახალშენის  მიმართულებით   წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.  პირნათლად   ასრულებდა  დაკისრებულ  მოვალეობას. თანამებრძოლებში  სარგებლობდა  დამსახურებული   ავტორიტეტით.  არაერთხელ  გასულა  ფრონტის  წინა   ხაზზე  სხვადასხვა  დავალებების  შესასრულებლად.

ვლადიმერ    ხალიაპინი ,  1993  წლის  14 მარტს,  მდინარე  გუმისმთის   მისადგომებთან  გმირულად  დაიღუპა.  დაკრძალულია  ქალაქ  სოხუმში, კურჩენკოს  სახელობის  პარკში-  ძმათა  სასაფლაოზე.

error: Content is protected !!