ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მუშკუდიანი დაიბადა 1954 წლის 20 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ჩხალთის საშუალო სკოლა. მუშაობდა ახალდაბის მეურნეობაში.
ვლადიმერ მუშკუდიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
ვლადიმერ მუშკუდიანი დაიღუპა 1992 წლის 10 დეკემბერს სოფელ ახალდაბაში ერთ-ერთი საომარი მოქმედების დროს.