ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შენიკოვი დაიბადა 1955 წლის 23 ნოემბერს გულრიფშის ბარნაულის დასახლებაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვლადიმერ შენიკოვი 1993 წლის 19 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში მძღოლ-მექანიკოსად. იყო მამაცი და უშიშარი მებრძოლი
1993 წლის 2-11 ივლისს ოჩამჩირის ფრონტზე ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს ვლადიმერ სენიკოვი თავისი ტანკით ახორციელებდა სამხედრო ოპერაციას,რა დროსაც გმირულად დაიღუპა.