ვლადიმერ მირონის ძე მამფორია დაიბადა 1945 წლის 12 თებერვალს.
ვლადიმერ მამფორია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის სექტმებრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს “გაგრის” ბატალიონში – ოცმეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, თავი გამოიჩინა, როგორც თავდადებულმა მებრძოლმა.
1992 წლის 2 ოქტომბერს ვლადიმერ მამფორია გმირულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვლადიმერ მამფორია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.