ვლადიმერ ფანჩვიძე დაიბადა 1962 წლის 10 სექტემბერს დაბა გულრიფშში. 1979 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა და იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის რადიო-ტელევიზიის სტუდიაში – ტექნიკოსის სპეციალობაზე.
სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა საზღვაო ფლოტში,საიდანაც მადლობის სიგელებით და ჯილდოებით დაბრუნდა. ვლადიმერი კომუნიკაბელური, კეთილი, თავმდაბალი ადამიანი იყო.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 227-ე ცალკეულ საარტილერიო დივიზიონში. ვლადიმერ ფანჩვიძე თავდაუზოგავად იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
ვლადიმერ ფანჩვიძე 1998 წლის 24 მაისს გმირულად დაიღუპა გალის რაიონში, სოფელ ნაბაკვანთან ახლოს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს.
ვლადიმერ ფანჩვიძე დაკრძალულია წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში.