სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბეგასი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 244-ე ბატალიონი

ვლადიმერ  ვლადიმერის  ძე  ბეგასი, ეროვნებით  უკრაინელი, ოჯახის  ერთადერთი  შვილი, დაიბადა  1972  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში.

  აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ვლადიმერ  ბეგასი  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  244-ე  ბატალიონის შემადგენლობაში – მესანგრედ.

   1993 წლის  10 მარტიდან  1993  წლის  27  სექტემბრამდე   აქტიურ  მონაწილეობას  იღებდა ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში, რომელსაც  აწარმოებდა   244-ე  ბატალიონი  ბესლახუბა- მერკულას  შორის  გამავალ  გზაზე.

    აფხაზეთის  დაცემის შემდეგ  24-ე  ბრიგადა  დაიშალა. ვლადიმერ  ბეგასი  ჩაირიცხა  პირველი ბრიგადის  მე-6  ბატალიონში, რომელიც  დისლოცირებული  იყო  ზუგდიდიდს რაიონის   სოფელ ანაკლიასა  და  ჭკადუაშში. როგორც  კი  კოდორის  ხეობას  გაუჭირდა , ვლადიმერი  მის  დამცველთა  რიგებში  ჩადგა.

    1994 წლის 25  მაისს  მოხდა  შეტაკება  კოდორის ხეობაში განლაგებულ  ჩვენს ჯარებსა  და აფხაზ  ბოევიკებს  შორის. ამ  ბრძოლაში  ვლადიმერ  ბეგასი  მძიმედ  დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო  აღმოჩნდა  და  26  მაისს  გარდაიცვალა.

    საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისთვის ვლადიმერ  ბეგასი  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!