ვლას (ბაჩუკი) ვლასის ძე ქარსელაძე დაიბადა 1967 წლის 23 თებერვალს ქალაქ სოჭში. 1997 წელს, ოჯახი საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა და ვლასმა სწავლა განაგრძო სოხუმის მე-5 საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს დაამთავრა.
ვლასი პედაგოგის ოჯახში გაიზარდა. მამა, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ტრაგიკულად დაიღუპა.
ვლასი აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან მოხალისედ ჩაირიცხა სამშობლოს დამცველთა რიგებში, იყო სოხუმის მე-11 ბატალიონის ოცეულის უფროსი . მონაწილეობდა პირველ შეტაკებაში, პატარა არმიანსკაიასთან. არაერთხელ გადასულა მტრის ზურგში დასაზვერად.
ვლას ქარსელაძე, 3 ოქტომბერს, ეშერის მისადგომებთან გამართულ ორთაბრძოლაში სნაიპერის ტყვიას შეეწირა.