ზაქრო ბუღვიას ძე დადვანი დაიბადა 1950 წლის 5 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში.1966 წელს დაამთავრა გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვიშის საშუალო სკოლა. 1968-1970 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1970 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ზაქრო სოფელში მექანიზატორად მუშაობდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზაქრო დადვანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგითად. იყო დისციპლინირებული და უშიშარი მეომარი, მეთაურთა დავალებებსა და ბრძანებებს ოპერატიულად და გულმოდგინედ ასრულებდა.
ზაქრო დადვანი დაიღუპა 1993 წლის ივნისში , ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშთან, შეტაკების დროს.