ზაქრო შაქროს ძე ბერია დაიბადა 1970 წლის 14 ივნისს.
1992 წლის 23 სექტემბრიდან ზაქრო ბერია ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის დაზვერვის ოცეულში ათმეთაურის თანამდებობაზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ზაქრო აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იგი პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. მებრძოლებში სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ ზაქრომ გააგრძელა ბრძოლა აფხაზეთის ტერიტორიის განთავისუფლების მიზნით. 1997 წლის ივლისის თვეში ზაქრო ბერია გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.