ზაურ მელიტონის ძე კვაშილავა დაიბადა 1941 წლის 24 დეკემბერს გულირიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. მუშაობდა სოფელ დრანდაში ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ზაურ კვაშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-3 ასეულის მეთაურად.
ზაურ კვაშილავა დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარაში, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას. დაკრძალულია სოფელ განახლებაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ კვაშილავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.