ზაურ მჭედლიშვილი დაიბადა 1951 წლის 10 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სოხუმის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში განაგრძო. მუშაობდა ახალი კინდღის საშუალო სკოლაში.
სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე სმამულის სადარაჯოზე დადგა. ვაჟკაცური, დინჯი, სიტყვაძუნწი, ჭკვიანი _ ასე ახასიათებენ 42 წლის ზაურს ახლობლები…
ზაურ მჭედლიშვილი 1992 წლის 20 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა ზაურს, იგი ყველას ნუგეშად ევლინებოდა… საზოგადოებრივი საქმეების ნამდვილ სულისჩამდგმელს სწამდა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის…
ზაურ მჭედლიშვილი 1993 წლის 2 ივლისს გმირულად დაიღუპა სოფელ ტამიშის მისადგომებთან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზაურ მჭედლიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.