ზაურ რუბენის ძე ჭაბუკიანი დაიბადა 1961 წლის 18 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992- 1993 წლებში, ზაურ ჭაბუკიანი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 243-ე (არადუ-მერკულა) ბატალიონის პირად შემადგენლობაში. ზაურმა დიდი წვლილი შეიტანა თავისი სოფლისა და რაიონის უსაფრთხოების დაცვაში.