ზაურ შალიკოს ძე ცქვიტაია დაიბადა 1956 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. 1967-1977 წლებში სწავლობდა კოჩარის საშუალო სკოლაში.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,1992 წლის 25 დეკემბრიდან , ზაურ ცქვიტაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის რიგითად.ზაური აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში – სოფელ ცხენისწყალთან , ტამიშთან,მოქვთან,ლაბრასთან…. მამაცობით, გამბედაობით განთქმული მეომარი თანამებრძოლებს შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
ზაურ ცქვიტაია დაიღუპა 1993 წლის 5 მაისს სოფელ კოჩარასთან – დაქირავებული ბოევიკების მორიგი მძიმე შემოტევისას. დაკრძალულია საცხოვრებელი სახლის ეზოში.
ზაურ ცქვიტაიას დარჩა მეუღლე და ხუთი შვილი.