სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ზებლონ მიხეილის ძე შაკაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ზებლონ  მიხეილის ძე შაკაია დაიბადა 1946  წლის 18 იანვარს გალის რაიონის  სოფელ აჩიგვარაში.

დაამთავრა აჩიგვარის  საშუალო სკოლა. საქართველოს  სუბტროპიკული მეურნეობის  ინსტიტუტის  დამთავრების  შემდეგ ,აგრონომად  მუშაობდა  გალის  რაიონის სოფლის მეურნეობაში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,ზებლონ  შაკაია  1992  წლიდან რიგითად  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე ბატალიონის  შემადგენლობაში. მონაწილეობდა  სოფლებში – მიშველში,რეკასა და და ფოქვეშში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

ზებლონ  შაკაია დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს, სოფელ აჩიგვარაში.

error: Content is protected !!